პოლიტიკა
მწერალმა ნაირა გელაშვილმა სახალხო დამცველს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდო დაუბრუნა!

      საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. კავკასიური სახლის" დამაარსებლის ნაირა გელაშვილის თქმით, მისი პროტესტი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიასა და ტელეკომპანიარუსთავი 2“-ისთვის ტოლერანტობის ქომაგისჯილდოს გადაცემამ გამოიწვია.
ტოლერანტობის ქომაგის წოდება კავკასიურმა სახლმა რამდენიმე წლის წინ მიიღო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მხარდაჭერისთვის.
სახალხო დამცველის, მისი აპარატის იდეა არის ჩაგრულთა გვერდში დგომა, დაუცველთა დაცვა და არა მოძალადეების გვერდით დადგომა. მანნაციონალური მოძრაობისთავკაცებს, ბოროტმოქმედებს მიანიჭატოლერანტობის ქომაგისწოდება და თანაც, 7 ნოემბრის 10 წლისთავზე, როდესაც ათი წლის წინ არნახული ხოცვა-ჟლეტა და დარბევა განახორციელანაციონალურმა მოძრაობამამ ადამიანების მონაწილეობით, ხოლორუსთავი 2“ ყოველთვის იყო ამ ბოროტების რუპორი და თანამოქმედი“, – აცხადებს ნაიარა გელაშვილი.
როგორც გუშინ საქინფორმი იუწყებოდა, 2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ნომინაციებში 2017 წლის ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო საქართველოს პარლამენტის წევრს გიგა ბოკერიას, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და მწერალ ლაშა ბუღაძე გადასცეს.