საზოგადოება
მარგველაშვილის მხოლოდ ავლაბრის რეზიდენციის შენახვაზე 2 წელიწადში 4 მილიონ 541 ათას 589 ლარი დაიხარჯა!

      საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირებაზე 2 წლის განმავლობაში (2015-2016 წლებში) 4 541 589 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი კომუნალური ხარჯია.
2016 წელს ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირება ჯამში 2 331 610 ლარი დაჯდა, მათ შორის, შრომის ანაზღაურება (შენობის შენახვა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პირების ხელფასი, პრემია) - 325 025 ლარი, სამეურნეო საქონელი - 28 000 ლარი, მიმდინარე რემონტი - 187 184 ლარი, შენობის დაცვის შემადგენლობაზე გაწეული ხარჯი - 772 439 ლარი.
გასულ წელს ყველაზე მეტი თანხა - 1 018 962 ლარი კომუნალური ხარჯი იყო.