საზოგადოება
საქართველოში ლარი კვლავ გაუფასურდა, საწვავი კვლავ გაძვირდა!

      საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. 1 დოლარი - 2,7268 ლარი, ერთი ევრო - 3,217 ლარი გახდა.  ამასთან დაკავშირებით საქართველოში საწვავის ფასი ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა.
„სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელში 1 ლიტრი „სუპერი“ 2,43 ლარი ღირდა, „პრემიუმი“ – 2,29 ლარი, „რეგულარი“ – 2,17 ლარი, „ევრო დიზელი“ – 2,19 ლარი, „დიზელი“ – 2,10 ლარი, გაზი – 1,44 ლარი.
„გალფის“ ქსელში: „სუპერი“ – 2,45 ლარი, „G-Force პრემიუმი“ – 2,29 ლარი, „G-Force ევრო რეგულარი“ – 2,23 ლარი, „რეგულარი“ – 2,17 ლარი, „ევრო დიზელი“ – 2,25 ლარი, „დიზელი“ – 2,15 ლარი, გაზი – 1,45 ლარი.