სამართალი
ევროკომისარი „შეშფოთებულია“ და საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, ომბუდსმენის კრიტიკისგან თავი შეიკავოს

      საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი ნილს მუჟნიეკსი საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მისამართით ბოლო დღეებში გამოთქმულ განცხადებებს ეხმაურება.
ვიცი, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ ნეგატიური გამონათქვამები გაჟღერდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. შეშფოთებული ვარ იმით, რომ მსგავსი სიტყვიერი თავდასხმები ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტის მდგრადობასა და ეფექტიანობაზე გავლენას მოახდენს. ყველა ომბუდსმენისთვის სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებების დაცვისთვის მუშაობა, ხელისუფლების უფლებამოსილების შემოწმება და მმართველობის ხარისხის ამაღლებაა. შესაბამისად, მისი ფუნქციაც კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული შესაძლო ნაკლოვანებების თავის ანგარიშებსა და გამოსვლებში გამოვლენაა“, - განაცხადა მუჟნიეკსმა.
მოვუწოდებ საჯარო დებატების ყველა მონაწილეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებიც სახალხო დამცველის რეპუტაციას დააზარალებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.