საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ ხელისუფლების კრიტიკას გამოეხმაურა:
„აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს სახალხო დამცველის ინსტიტუტს და ბატონ უჩა ნანუაშვილს, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დემოკრატიისა. მთავრობას, ხელისუფლებას აქვს გარკვეული უფლებები, თუმცა იმისათვის, რომ მოხდეს მათი ანგარიშვალდებულება და ასევე არსებობდეს პირდაპირი დიალოგი მოქალაქეებსა და მთავრობას შორის, მოქალაქეებისა და პრობლემების მთავრობამდე მისვლა, ამაში სახალხო დამცველი დიდ როლს თამაშობს. შესაბამისად, ვინც არ უნდა შეცვალოს ბატონი უჩა ნანუაშვილი, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სახალხო დამცველი დამოუკიდებელი იქნება და გააგრძელებს ამ საქმიანობას“, - განაცხადა იან კელიმ.