უცხოეთი
ტრამპი: ჰილარი კლინტონი ყველა დროის ყველაზე წარუმატებელი ადამიანია

       საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში, მის კონკურენტს დემოკრატიული პარტიიდან და ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს ყველაზე წარუმატებელ ადამიანად მიიჩნევს.
„მატყუარა ჰილარი კლინტონი ყველა დროის ყველაზე წარუმატებელი ადამიანია. ის უბრალოდ ვერ ჩერდება, რაც რესპუბლიკური პარტიისთვის კარგია. ჰილარი, იცხოვრე შენი ცხოვრებით და კიდევ ერთხელ სცადე სამ წელიწადში“, – დაწერა ამერიკელმა ლიდერმა Twitter-ზე.
ამერიკის პრეზიდენტის გაღიზიანება ჰილარი კლინტონის ბოლო განცხადებამ გამოიწვია. გამოცემა Mother Jones-სთან ინტერვიუში მან თქვა, რომ 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები ეჭვები აქვს.

imedinews.ge