საზოგადოება
ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი! - თეა წულუკიანი

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წულუკიანი სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილის მიერ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს და შენიშვნებს გამოეხმაურა, რომელზეც გუშინ საქინფორმი იუწყებოდა.
მართალი გითხრათ, ძალიან გამიჭირდება ამაზე კომენტარის გაკეთება იმიტომ, რომ რაკი უკვე ბოლო დღეებია ბატონი უჩას ჩვენთან ერთად საქმიანობის, ვიტყვი, რომ ის არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოსი, ამიტომაც მის განცხადებებზე კომენტარს არ ვაპირებ, - განაცხადა თეა წულუკიანმა.