საზოგადოება
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი პრიორიტეტი ხდება

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ვებპლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია შვიდ ენაზე, სულ მალე კი 1tv.ge-ს აპლიკაცია ჩაეშვება, საიდანაც ინფორმაციის გამოწერა მომხმარებლისთვის სასურველ ენაზე იქნება შესაძლებელი. ამასთან, იგეგმება აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი რადიოგადაცემების მომზადება.
პარალელურად საზოგადოებრივი მაუწყებელი მუშაობას აძლიერებს რეგიონებში, სადაც რელიგიური და ეროვნული უმცირესობების თემაზე მომუშავე ჟურნალისტები შეირჩევიან.
მემორანდუმზე ილაპარაკა სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს კოორდინატორმაც. ერთი მიმართულება არის უმრავლესობის ინფორმირებულობა უმცირესობების შესახებ და მეორე მიმართულება არის, ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობა, მათთვის გასაგებ ენაზე, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე”, – აცხადებს კობა ჩოფლიანი.