სამართალი
შსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული .. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინის 191 აბი და 35 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული სუბოქსინის ფხვნილი ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.