პოლიტიკა
საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ერთობლივი პროექტების პერსპექტივები - პრემიერი კვირიკაშვილი ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილს მიხაილ რუსის შეხვდა

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმ უდიდესი დახმარებისთვის, რომელიც ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში გაგვიწიეთ. თქვენმა ეკიპაჟმა მაღალი პროფესიონალიზმით შეასრულა ძალიან მნიშვნელოვანი მისია ბორჯომის ხეობაში... ეს წელი 100 მილიონი დოლარის ოდენობის სავაჭრო ბრუნვით დავასრულეთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზარდოს და არსებული პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველო ჩვენთვის მოძმე ქვეყანაა, რომელთანაც ყოველთვის ვმუშაობდით, ვმუშაობთ და მომავალშიც განვაგრძობთ მუშობას, რათა ჩვენი ხალხების ცხოვრება გაუმჯობესდეს. ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, რომლებმა განახლებულ, რეფორმირებულ მთავრობაში დაიკავეს პოზიციები. ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ეს პოზიციები დაიკავეს იმ ადამიანებმა, ვისთანაც ამდენი წლის განმავლობაში ასეთი ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება გვაკავშირებს. ისინი არიან მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანები, რომლებმაც იციან თავიანთი საქმე და დიდ სარგებელს მოუტანენ ქართველ ხალხს. წელს ტვირთბრუნვამ 100 მილიონი დოლარი შეადგინა და ჩვენი ამოცანაა, მომავალ წელს 200 მილიონი დოლარი იყოს. ეს შესაძლებელია და ჩვენ ამას მივაღწევთ. ეს გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და დამატებით შემოსავალს ჩვენი ხალხებისთვის”, - განაცხადა მიხაილ რუსიმ.