პოლიტიკა
კომიტეტები სამინისტროების გარეშე - მთავრობაში რეორგანიზაცია პარლამენტს არანაირად არ შეეხო

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ კომიტეტების რეორგანიზაცია ან გაუქმება-გაერთიანება, რომელთა პროფილური სამინისტროები აღარ იარსებებს, ამ მოწვევის პარლამენტში არ იგეგმება.
ლაპარაკია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ევროპასთან ინტეგრაციის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებზე, ასევე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტზე, რომლის პროფილური სამინისტრო ერთი წელია, აღარ არსებობს.
როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რეორგანიზაციის შედეგად სამინისტროების რიცხვი 18-დან 14-მდე მცირდება. აგრეთვე მცირდება სახელმწიფო მინისტრების რაოდენობა.