აქტუალური
მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის ელემენტარული უფლებები იყოს დაცული! – დავით დონდუა

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა.
ამისათვის ვიყენებთ ყველა ჩვენ ხელთ არსებულ საშუალებას, იქნება ეს დიპლომატიური, პოლიტიკური თუ სამართლებრივი ბერკეტი. რეაგირების გარეშე არ ვტოვებთ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს თუ რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებს. შედეგი გვაქვს ის, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის საკითხი, ასევე ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები, მუდმივად არის საერთაშორისო დღის წესრიგში“, - განაცხადა დავით დონდუამ.
მისივე თქმით, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის დიდი მხარდაჭერა აქვს.