აქტუალური
ლარის გაუფასურება ემსახურება კონკრეტული ბიზნესწრეების ინტერესებს! - ექსპერტები ახალი წლიდან კომუნალური გადასახადების გაძვირებას და ინფლაციის ზრდას პროგნოზირებენ

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ექსპერტები მთავრობას ლარის მიზანმიმართულ გაუფასურებაში ადანაშაულებენ: არანაირი საგარეო ფაქტორი, არც მაკროეკონომიკური ფაქტორი, არცერთი სხვა ფაქტორი არ მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი გაუარესება უნდა იყოს. ჩვენ გვიჩნდება ეჭვი, რომ ხომ არ არის ეს პროცესი შეთანხმებული მთავრობასთან, რომელიც დევალვაციას აკეთებს გარკვეული პოლიტიკური ამოცანების შესასრულებლად. ასევე ეძლევათ საშუალება კონკრეტულ ბიზნესჯგუფებს, ამ ლარის გაუფასურებაზე ხელი მოითბონ“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
თუ ასე გაგრძელდა, ჩემი აზრით, გაუჭირდებათ შეაკაონ ელექტროენერგიის და გაზის საფასური. ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში არასწორია და რასაც ვისმენთ ბოლო ხანებში, ყველაფერი, ალბათ, ინვესტორებისთვის ახალ გაურკვევლობებს აჩენს“, - აცხადებს გია ჯანდიერი.