უცხოეთი
ტრამპი: ნატო ძალიან კმაყოფილია დონალდ ტრამპით

      საქართველო, 17 ნოემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თეთრი სახლის ახალი ლიდერთან მუშაობითა და მისი ქმედების გამო ძალიან კამყოფილია. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ინფორმაციას washingtonpost-ი ავრცელებს.
ტრამპის თქმით, სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები ახლა საკუთარი უსაფრთხოებისთვის გაცილებით მეტ თანხას იხდიან, ვიდრე აქამდე, ხოლო ალიანსი მილიარდობით დოლარს იღებს.
"მოვუწოდე NATO-ს მოკავშირეებს, რომ უფრო მეტი გააკეთონ ალიანსისთვის. ამ ინციატივის დამსახურებით, ალიანსი ახლა მილიარდობით დოლარს იღებს. დამიჯერეთ, ნატო ძალიან ბედნიერია დონალდ ტრამპით და იმით, რაც მე გავაკეთე”- განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საერთაშიროსო არენაზე ძველი ღირსება და პატივისცემა აღიდგინა, ხოლო ქვეყანა უფრო ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული გახდა.
"მე დავიფიცე, რომ ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ამერიკელი ხალხის საკეთილდრეოდ და მათი ინტერესების გატარებითვის მივიღებდი, რასაც ბოლო 10 თვის განმავლობაში ვაკეთებდი კიდეც- განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, მან პირობა დადო, რომ დაამარცხებდა ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს," რაც შეასრულა კიდეც.

imedinews.ge