რელიგია
მალე წიგნი „წერილები პატრიარქს“ მეორე ნაწილი გამოიცემა

werilebi_patriarqsამის შესახებ წიგნის ავტორმა დარეჯან კვარაცხელიამ განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი მსურველი, რომელიც პატრიარქისთვის წერილის მიწერას მოისურვებს, წიგნში დაიბეჭდება.

შეგახსენებთ, რომ წიგნი „წერილები პატრიარქს“ პირველი ნაწილი 2010 წლის აპრილში გამოიცა. როგორ დარეჯან კვარაცხელია აცხადებს, წიგნის დაბეჭდვის იდეა პატრიარქის მოწოდებიდან დაიბადა.

„ერთ–ერთ წირვაზე პატრიარქმა ბრძანა, რომ ადამიანები ერთმანეთს, ძირითადად, სოციალური ქსელებით ეკონტაქტებიან; ხანდახან კი საჭიროა, ერთმანეთს წერილი მისწერონ. სწორედ მაშინ დაიბადა წიგნის გამოცემის იდეა. შევკრიბე რამდენიმე ადამიანის: ანა კალანდაძის, ლეო კვაჭაძის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, მიხეილ სააკაშვილის, ედუარდ შევარდნაძისა და სხვა გამოჩენილ ადამიანთა წერილები, რომლებიც შემდეგ წიგნში დაიბეჭდა“, – განაცხადა წიგნის ავტორმა.

წიგნს "წერილები პატრიარქს" ვიდეო მასალაც ახლავს თან. მასში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის – ილია II–ის აღსაყდრება, საგალობლები და უწმინდესის მიერ ხელთნაწერი ხატების სურათებია შესული.