საზოგადოება
1$ - 2,72 GEL: მმართველი გუნდი ეროვნული ბანკისგან უფრო გამჭვირვალე პოლიტიკის წარმოებას ითხოვს

      საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. როდესაც ასეთი ეკონომიკა გვაქვს, როგორიც ჩვენია, ის ყოველთვის არის მოწყვლადი და შესაძლებელია, გარკვეული ტიპის მცურავი კურსი არსებობდეს. ეროვნული ბანკის სამიზნე არის ინფლაცია და არა გაცვლითი კურსი. ამ ორივეს ერთად რეგულირება ძალიან ძნელია. რამდენად წარმატებულია ის? ხარვეზები არის, მაგრამ საგანგაშო, ჩემი აზრით, არ არის ინფლაციასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ სახეზე გვაქვს ფასების მატება, -განაცხადა რომან კაკულიამ.
ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების მიუხედავად, ეროვნულ ბანკში განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა. ოფიციალური მონაცემებით, დოლარი 2,68 ლარი ღირს, სავალუტო ჯიხურებში კი ერთი დოლარის ღირებულება 2,72 ლარ აჭარბებს.