საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის ახალი მერის გადაწყვეტილებით:
მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჭიღლაძე იქნება;
იურიდიული საქალაქო სამსახურის - სერგო ბირკაძე;
საფინანსო სამსახურის - გაიოზ თალაკვაძე;
ზედამხედველობის სამსახურის - გიორგი ბაგრატიონი;
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის - გელა ჩივიაშვილი;
კულტურის საქალაქო სამსახურის - სოფიო ხუნწარია;
განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის - ირაკლი გვილავა;
ტრანსპორტის სამსახურის - მამუკა მუმლაძე,
ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის - გიგა გიგაშვილი;
შესყიდვების სამსახურის - გიორგი პაპავა;
კეთილმოწყობის სამსახურის - გივი კუბლაშვილი;
ეკონომიკური განვითარების სამსახურის - ანდრია ბასილაია;
უსაფრთხოების საქალაქო სამსახურს კი ნუგზარ ჭონქაძე უხელმძღვანელებს.
„მოვითხოვ თითოეული სამსახურის მუშაობის გამჭვირვალობას და მაქსიმალურ კომუნიკაციას საზოგადოებასთან“, - განაცხადა კალაძემ.