სამართალი
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი სახალხო დამცველის შესარჩევ კონკურსში ჩართვისთვის მზად არის

      საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. „ვთვლი, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით შევძლებ, პასუხი გავცე ამ გამოწვევას, იმიტომ, რომ ეს მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაა და უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია და თუ იქნება შესაბამისი შემოთავაზება, მე ვფიქრობ, რომ მაქვს მონაცემები იმისთვის, რომ ამ პოზიციაზე შევძლო ქვეყნის ინტერესების და მოქალაქეების ინტერესების დაცვა. პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა, როგორც განვაცხადე, სხვადასხვა წრეებში მიმდინარეობს ამაზე საუბარი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.