აქტუალური
განცხადებები პრესისათვის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შორის 2017 წლის 14 ნოემბერს გამართული მოლაპარაკების შედეგების მიხედვით

      საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. იუწყება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ოფიციალური საიტი: სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან საუბრის დასაწყისი:
ვ.პუტინი: ანატოლი ილიას ძევ, მოხარული ვარ თქვენი ხილვით!
ალბათ, აუცილებელი არ არის ცოტა ხნის წინანდელი ისტორიის გახსენება. ჩვენ ვიცით, რა და როგორ ხდებოდა ათი წლის წინ, 2008 წელს. მას შემდეგ ვითარება, უდავოდ, დასტაბილურდა. რუსეთი ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს სამხრეთ ოსეთის საიმედო სამხედრო და სასაზღვრო უსაფრთხოება. მადლობა ღმერთს, შარშან სავაჭრო ბრუნვამ ზრდა დაიწყო: ჯერ 3%-ით, ამ წლის პირველ 9 თვეში კი - ერთბაშად 48%-ით, რა თქმა უნდა, სამხრეთ ოსეთიდან შემოსული საფეიქრო პროდუქციის ხარჯზე.
მაგრამ დღეს ჩვენ ვხვდებით იმაზე სალაპარაკოდ, თუ დამატებით რა უნდა გაკეთდეს იმ საქონლის ნომენკლატურის გასაფართოებლად, რომლის მოწოდებაც რუსეთის ბაზარზე შეიძლება; რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას, რა უნდა გაკეთდეს რესპუბლიკის სოციალური სფეროს მხარდაჭერისთვის.
ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება!
ა.ბიბილოვი: გმადლობთ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ.
უპირველეს ყოვლისა, მადლობას მოგახსენებთ ესოდენ თავაზიანი მოწვევისთვის. სამხრეთ ოსეთისთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მიმაჩნია, რომ ჩვენი უკვე ჩამოყალიბებული ურთიერთობის განვითარება საკმაოდ მაღალ დონეზეა. თუ პოლიტიკურ, სახელმწიფოთაშორის შემადგენელს ავიღებთ, ჩვენ უკვე ასამდე შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, მზადდება კიდევ რამდენიმე, რომლებიც ხელს შეუწყობს სწორედ ინტეგრაციულ პროცესებს, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას.
ეკონომიკის განვითარებაზე მიმართული საინვესტიციო პროგრამის წყალობით დღეს საკმაოდ სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული: ეს არის როგორც ვაშლის ბაღების გაშენება, ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხორცის პროდუქციის წარმოება. რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემებიც არსებობს, მაგრამ ჩემი აზრით, არანაირი სირთულე არ წარმოიშობა.
ამჟამად ჩვენ ეკონომიკის, სოციალური სფეროს განვითარებაზე ვართ ორიენტირებული. ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის დახმარებით ეს გამოგვივა.
(2017 წლის 14 ნოემბერი, მოსკოვის ოლქი, ნოვო-ოგარიოვო)