აქტუალური
გამოცემა 99: ტურიზმი, 2017 წლის იანვარი-სექტემბერი - აღინიშნება ყველა მაჩვენებლის რეკორდული ზრდა

      საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. 2017 წლის პირველი სამი კვარტალის მონაცემებით, 2016 წელთან შედარებით:
ტურისტების რაოდენობის ზრდამ 29% შეადგინა, ხოლო 2017 წლის მესამე კვარტალში ტურისტთა წილმა საერთაშორისო მოგზაურთა საერთო რაოდენობაში თავის პიკს, 52.1%-ს მიაღწია;
საჰაერო ტრანსპორტით მოგზაურთა წილი 26%-ით გაიზარდა, ხოლო სახმელეთო ტრანსპორტით - 5%-ით შემცირდა;
ბათუმის, ქუთაისის და თბილისის აეროპორტებში ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობა 47%-ით გაიზარდა;
უცხოური ბარათებით ქვეყნის შიგნით განხორციელებული გადახდების მოცულობა 39%-ით გაიზარდა.