უცხოეთი
მარკონი: პუტინი და ტრამპი დასავლურ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიან

      საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს აკრიტიკებს. მაკრონის თქმით, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი დასავლეთის ღირებულებებს "საფრთხეს უქმნიან". ამის შესახებ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა.
მარკონი დასავლურ ღირებულებებში, რომლებსაც საფრთხე ორი ქვეყნის პრეზიდენტებისგან ემუქრება, ასახელებს ღიაობას და შემწყნარებლობას. ამის მიუხედავად, მაკრონი დასძენს, რომ ევროკავშირი პუტინისა და ტრამპისგან არ უნდა დისტანცირდეს.
"თუ მათ ევროპას დააშორებ - დაკარგავ მათ", - თქვა ემანუელ მაკრონმა.h

imedinews.ge