რედაქტორისგან
ქართველ პოლიტიკოსებს დაზვერვა კონტრდაზვერვაში ერევათ – „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი მკითხველს პასუხობს

      საქართველო, 16 ნოემბერი, საქინფორმი.
- მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი აკრიტიკებს საქართველოს მთავრობაში დაწყებულ რესტრუქტურიზაციას, განსაკუთრებით - საგარეო დაზვერვის უსაფრთხოების სამსახურთან შეერთებას.
თქვენი აზრით, ამ ოპტიმიზაციით მართლა სუსტდება სახელმწიფოს დაცულობა, რადგანაც ის „თავის მნიშვნელოვან დამოუკიდებელ ინსტიტუტზე უარს ამბობს“? მადლობა.

მკითხველის შეკითხვას „საქინფორმის“ მთავარ რედაქტორს არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს:
- ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურასთან შერწყმას აკრიტიკებენ, დაზვერვა კონტრდაზვერვაში ერევათ. ქართული პოლიტისტებლიშმენტის წარმომადგენლების და სახელმწიფო ჩინოვნიკების უმრავლესობა თანამდებობისთვის შეუფერებელი დილეტანტები არიან. ამ მავნე ტენდენციას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სპეციალურად, თავისი ფსიქიკური არასრულფასოვნების დასაფარავად ჩაუყარა საფუძველი.
საქართველოს, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, არასდროს ჰქონია და, სავარაუდოდ, კიდე დიდხანს არ ექნება საგარეო დაზვერვის სრულფასოვანი სამსახური, იმიტომ რომ მის ჩამოყალიბებას და ფინქციონირებას მთელი სახელმწიფო  ბიუჯეტი არ ეყოფა!
კონტრდაზვერვას - ეს სხვა საქმეა, მისი განხორციელება არსებული ბიუჯეტის პირობებში შესაძლებელია, თანაც საქართველოში ჯერ სპეცსამსახურის კლასიკოსის - ლავრენტი ბერიას და საქართველოს უშიშროების კომიტეტის თავჯდომარის ალექსი ინაურის დროიდან კონტრდაზვერვის გამართული მუშაობის მდიდარი ტრადიცია არსებობს.
მაგრამ გული არ გაიტეხოთ - საქართველოსნაირ პატარა ქვეყნებს საგარეო დაზვერვა საერთოდ არ სჭირდებათ, მითუმეტეს, როცა მისი ფუნქციები, ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოშია დელეგირებული, ანუ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ და მდიდარ სპეცსამსახურს გადაბარებული.
რაც შეეხება რუტინულ, მთელ მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკას - მაგალითად, საზღვარგარეთ საელჩოების პერსონალის გამოყენებას ინფორმაციის შეგროვების მიზნით, ხოლო საკადრო მზვერავების - დიპლომატიურ სა,სახურში, ამას საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშიც უპრობლემოდ გააგრძელებს.