საზოგადოება
დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, წამება, ძალადობის მუქარა - რომელ საქმეებს განიხილავს ახალი საგამოძიებო უწყება

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირველი არხის ეთერში ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რომელ საქმეებს განიხილავს დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება.
დუბლირება არ ხდება იმიტომ, რომ გენერალური ინსპექციები დარჩება შესაბამის უწყებებში, ოღონდაც იმ 4-5 კატეგორიაზე საქმეების, რომელზეც არის საუბარი, ისინი აღარ იქნებიან უფლებამოსილი. ეს კატეგორიებია: დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, ყველაზე მაღალი ხარისხი არაადამიანური მოპყრობის, რაც არის წამება, ასევე ძალადობის მუქარა, მაგალითად, მოთხოვნა იმისა ზეწოლის და ფიზიკური ზემოქმედების ქვეშშეცვალე ჩვენება ან არ მისცე ჩვენება ციხის ბადრაგის წინააღდეგ, ეს - მაგალითად. ასევე, თუ სიკვდილით დასრულდება მოქალაქის სიცოცხლე, როდესაც ის არის სახელმწიფოს ხელში, რა თქმა უნდა, უნდა იქნ გამოძიება ჩატარებული და ეს საქმეებიც წავა დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმში. ეს არის კატეგორიები დანაშაულის, რაც ჩვენს პროექტშია. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ეს გახდება კანონი და თუკი ამ მოდელზე შევჯერდებით, ჩვენი პარლამენტი შეარჩევს ხელმძღვანელს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.