საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. გიორგი ტყემალაძეს 40-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა კი ხმა მის წინააღმდეგ მისცა. დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი ახვლედიანის კანდიდატურას.
სხდომა ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა. თამარ ჟვანიამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი წარადგინა, რის შემდეგაც სიტყვა უხუცეს დეპუტატს, თვითმმართველ ორგანოში „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელს ფრიდონ ინჯიას გადაეცა.
„მიუხედავად ჩემი პარტიულობისა, მიგულეთ თქვენ გვერდით“, - მიმართა ფრიდონ ინჯიამ დეპუტატებს.
საკრებულოს პირველ სხდომას არ ესწრებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი ნიკა მელია, რომელიც საკრებულოში შესვლაზე უარს ამბობს. მის ადგილს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მარიკა დათუკიშვილი დაიკავებს.