საზოგადოება
1 დოლარი - 2,69 ლარი, 1 ევრო - 3,15 ლარი

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,69 ლარია, ხოლო 1 ევროს ღირებულება 3 ლარს აჭარბებს და მისი ფასი 3,15 ლარია.
ეროვნული ბანკი ლარის ახალ გაცვლით კურსს დღეს 5 საათზე დაადგენს. ამ დროისათვის კი გუშინ დადგენილი კურსი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც 1 აშშ დოლარი ოფიციალურად 2,6538 ლარი ღირს, ხოლო 1 ევრო - 3,0904 ლარი.
ეკონომიკისა და ფინანსების დარგში ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ახალი წლისთვის 1 დოლარის ფასი 3 ლარს მიაღწევს და ახალი წლის მერე დაახლოებით 2,60 ნიშნულს დაუბრუნდება.