სამართალი
საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მათ საქმეზე დროულ გამოძიებას და მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. აქციის მონაწილეები პროკურატურის შენობასთან კარვების გაშლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა და ერთი კარავი გახია.