სამართალი
გიორგი გახარია შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილი დახვდა და გიორგი გახარიას სამინისტროში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. შს ახალი მინისტრი მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნო.
გიორგი გახარიამ შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.