პოლიტიკა
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მომავალი წლის პირველ ნახევარში თბილისს ეწვევა

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ იუწყება ბელარუსში საქართველოს ელჩი დავით კოტარია, რომლის დიპლომატიური მისია ამ ქვეყანაში სრულდება.
"მადლობა მინდა გადავუხადო თქვენს პრეზიდენტს, მთავრობას საქართველოში მოწვევისთვის. ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიზიტი იქნება სასარგებლო და შთამბეჭდავი იმისთვის, რომ ქართველმა და ბელორუსმა ხალხმა არ თქვან, რომ ჩვენი შეხვედრები მხოლოდ ცერემონიული ხასიათისაა", - განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ კოტარიასთან დასამშვიდობებელ შეხვედრაზე.
ბოლოს ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში ოფიციალური ვიზტით 2015 წლის 23 აპრილს იმყოფებოდა.