პოლიტიკა
ევროკავშირში მძიმე ვითარების გამო საქართველოს მიღება ჯერჯერობით შეუძლებელია - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის წინ, რომელიც 24 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართება, შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მარგოტ ვალსტრომი და ვიტოლდ ვაშჩიკოვს საქართველოს დედაქალაქს ვიზიტით ეწვივნენ. გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან, რის შემდეგაც მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ველოდებითაღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტს და გვინდა, რომ ევროკავშირის ყველა ლიდერმა მაღალ პოლიტიკურ დონეზე მიიღოს მასში მონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ ამ ინსტრუმენტს უზარმაზარი ყურადღება სჭირდება. სამიტის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ ახალ დეკლარაციებს, ახალ კომუნიკეებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი დააკმაყოფილებს საქართველოს და მოგეწონებათ. ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოების პერსპექტივებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში წევრობას, მაგრამ ევროკავშირში მძიმე ვითარების გამო ამჟამად ეს ჯერჯერობით შეუძლებელია", - განაცხადა ვაშჩიკოვსკიმ.