აქტუალური
გარდაიცვალა სააკაშვილის ბებია - მზია წერეთელი

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. „საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებია, ქ-ნი მზია წერეთელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვიზიარებ თემურ (ალასანია, სააკაშვილის ბიძა - რედ.) და გიული (ექსპრეზიდენტის დედა) ალასანიების, მიხეილ სააკაშვილის ოჯახების მწუხარებას. გულით თანაგიგრძნობთ", - წერს გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე.
მზია წერეთელმა გაზარდა თავისი შვილიშვილი და აქტიურად უჭერდა მხარს პოლიტიკაში - 2017 წლის იანვარში სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე პირველ რიგშიც კი იჯდა.