აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან შეხვედრით დაიწყო

      საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პენტაგონში გაიმართა. ჯეიმს მატისის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მონდომებას, გააძლიეროს და მოახდინოს სამხედრო შესაძლებლობების მოდერნიზება თავდაცვაზე გამოყოფილი მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2 %-ით. ეს კარგად წარმოაჩენს თქვენს ვალდებულებას თავდაცვის სფეროს მიმართ. თქვენი სამხედრო რეფორმები კარგად არის განსაზღვრული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს სამხედრო შესაძლებლობების ეფექტიანობის გაზრდას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ავღანეთში წარმოდგენილი 871 სამხედრო მოსამსახურით, საქართველო სამაგალითო ქვეყანაა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, აშშ-ის მხარდამხარ მისიაში მონაწილეობა გააგრძელოს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვნად აფასებს აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმართულებით, რომელიც 2018 წლიდან დაიწყება.