რელიგია
დღეს ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეა

anton_martyofeliდღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა აღევლინება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ღვთისმსახურებაში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს.

მის უწმინდესობას სურდო აქვს და საპატრიარქოდან არ გამოდის, რათა ჯანმრთელობის გაურესებამ მას დიდ ბრიტანეთში გამგზავრებაში ხელი არ შეუშალოს.

ცნობისთვის, ანტონ მარტყოფელი ცამეტ ასურელ მამათაგანია, რომლებიც საქართველოში მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად შემოვიდნენ. წმიდა ანტონი საქართველოში VI საუკუნის შუა წლებში ედესიდან მოვიდა. მის სახელს უკავშირებენ საქართველოში იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას.

ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს განსაკუთრებით ღვთაების მონასტერში აღნიშნავენ, სადაც იგი დაკრძალეს.