საზოგადოება
ენერგეტიკის მინისტრი მერის მოადგილედ ინიშნება - თბილისის ახლად არჩეულმა მერმა კახი კალაძემ თავისი მოადგილეები წარადგინა

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ვიცე მერის პოსტს დაიკავებს ირაკლი ხმალაძე, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროში კახი კალაძის  მოადგილე იყო.
დედაქალაქის მერის მოადგილე იქნება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძე.
ასევე მოადგილის პოსტს დაიკავებს ირაკლი ბენდელიანი.
სტრუქტურული ცვლილებების დასრულების შემდეგ ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი კახი კალაძის მეხუთე მოადგილე იქნება.
რაც შეეხება დავით ნარმანიას ყოფილ მოადგილეებს, მათგან პოსტი მხოლოდ გიგა ნიკოლეიშვილმა შეინარჩუნა.