სამართალი
საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ციფრული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის მიზნით სპეციალური პროექტი განხორციელდა

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, საზოგადოებრივ მაუწყებელს მისთვის გასაგებ ენაზე უყუროს. აშშ-ის საელჩო პროექტს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციასა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად ახორციელებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი თითქმის ორი წელია, ადგილობრივი ტელევიზიების დახმარებით „მოამბის“ ორ გამოშვებას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნის.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაცხოვრებლებს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, პანელიდან ენის შეცვლით, 18:00 და 21-საათიანი „მოამბის“ ყურება სომხურ ენაზე, სინქრონული თარგმანის საშუალებით შეეძლებათ.