სამართალი
საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ესპანეთის პოლიციამ 46 წლის ქართველი მამაკაცი დააკავა. მას 33 ბინის გაქურდვაში ადანაშაულებენ. ესპანური მედიის ცნობით, ქართველი მამაკაცი ბინებს ვალენსიასა და მადრიდში ძარცვავდა. ის ბინაში შესაღწევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა, მათ შორის, იყენებდა ხელნაკეთ გასაღებს. გამოძიების მტკიცებით, დაკავებულს ბინიდან ფული, ძვირფასეულობა, საათები და სხვა ძვირფასი ნივთები მიჰქონდა. ნაძარცვის ღირებულება ასეულ ათას ევროს აღწევს. პოლიცია ქურდობაში ეჭვმიტანილის თანამზრახველებს ეძებს.