სამართალი
გარემოს დაცვის ინსპექცია სატყეო უბნების პერმანენტულ შემოწმებებს ახორციელებს. ინსპექციის კახეთის ბიურომ, ტყის კანონმდებლობის დაცვის შესწავლის მიზნით, საგარეჯოს სატყეო უბნის მე-8 სამცველოს რამდენიმე კვარტალი შეამოწმა.
გარემოს დაცვის ინსპექციამ შემოწმების შედეგად უკანონოდ მოჭრილი 574,81 კუბ.მ მოცულობის სხვადასხვა ჯიშის ხეტყე გამოავლინა.გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 41 020 ლარი შეადგინა. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეცემა.