პოლიტიკა
თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტურში 6 ოლქიდან 5-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ, 1 ოლქში - დამოუკიდებელი კანდიდატი

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ხმის მიცემის პროცედურა 1 თვითმმართველ ქალაქსა და 5 თემში გაიმართა: ქუთაისი, მარტვილი, ხაშური, ბორჯომი, ოზურგეთი და ყაზბეგი.
ქუთაისის №59 საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმათა 87,55% მიიღო, მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან» გრიგოლ ვაშაძემ კი 12,45%.
ყაზბეგის №29 საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების წარმომადგენელმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 68,65% მიიღო, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა – 31,35%.
ხაშურის №35 ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ 38,69%.
ბორჯომში №36 საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ - ხმათა 55,22%, ხოლო ზაზა ჩაჩანიძემ „პატრიოტთა ალიანსიდან“ 44,78% მიიღო.
მარტვილშიქართული ოცნების კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავა ხმათა 93,04% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა დანელიამ – 6,96 %.
ოზურგეთ №62  საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შემდეგ დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 51,11% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ – 49,89 %.
შესაბამისად, წინასწარი მონაცემების თანახმად, ოზურგეთის მერის არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატი იმარჯვებს. ქართულმა ოცნებამნასაკირალის 59- საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა. ოზურგეთში საბოლოო შედეგები საოლქო კომისიის მიერ ყველა საჩივრის განხილვის შემდეგ იქნება ცნობილი.