პოლიტიკა
თვითმმართველი ქალაქის თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტური ჩატარდა

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, დათვლილია ყველა - 317-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები.
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 109 381-მა მოქალაქემ. წინასწარი მონაცემებით, აქტივობამ 33.32% შეადგინა:
ყაზბეგი - 53.02%
ხაშური - 34.75%
ბორჯომი - 52.90%
ქუთაისი - 18.10%
ოზურგეთი - 56.65%
მარტვილი - 38.68%
საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილია 35 საჩივარი: ოზურგეთში -14, ბორჯომში - 12, ქუთაისში - 4, ხაშურში - 2, ყაზბეგში - 2, ხოლო  მარტვილში - 1.