უცხოეთი
350 გარდაცვლილი - ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

      საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ირან-ერაყის საზღვარზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 350-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 5 ათასამდე გაიზარდა. უმეტესობა ირანში ქერმანშაჰის პროვინციაში დაიღუპა, სადაც მიწისძვრამ 8 სოფელი განადგურდა. 
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.3 მაგნიტუდა შეადგინა.
ირანის სულიერმა ლიდერმა არმიას დაზარალებულთა დახმარებისკენ მოუწოდა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. ძლიერი ბიძგები ირანისა და ერაყის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.

rustavi2.ge