საზოგადოება
ნარმანიას კაპიტულანტური განცხადება „სი-თი პარკის“ შესახებ ან მის უნიათობაზე მიგვანიშნებს, ან კიდევ - კორუმპირებულობაზე! - საქინფორმი

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. იმ დროს, როცა თბილისის ახლად არჩეული მერი კახი კალაძე, რომელიც დღეიდან თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგა, აპირებს, თბილისი სააკაშვილი-კეზერაშვილი-უგულავას მომპარავი, რეკეტიორი და თაღლითი „სი-თი პარკისგან“ იხსნას, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია ძალიან საეჭვო განცხადებას აკეთებს.
დავით ნარმანია „სი-თი პარკთან“ დაკავშირებით კახი კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, იგი კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს.
ნარმანიას თქმით, მასაც ჰქონდა მცდელობა, რომ „სი-თი პარკსა“ და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გადახედილიყო, თუმცა, მისი განმარტებით, იმდენად კაბალურია ხელშეკრულების პირობები, რომ მისი ვადაზე ადრე შეწყვეტა დედაქალაქის ბიუჯეტს ძვირი დაუჯდებოდა. „ჩვენმა წინამორბედებმა ამ ხელშეკრულებას საიდუმლო გრიფი დაადეს, ჩვენ გრიფი მოვხსენით და მერიის საიტზე განთავსდა. ეს არის კაბალური ხელშეკრულება. სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველ შემთხვევაში, კარგია, რომ მეტი რამის ცდა მოხდება“, - აცხადებს ნარმანია.
რა არის ეს - დედაქალაქის მერისთვის შეუფერებელი კაპიტულანტობა თაღლითი კერძო კომპანიის - „ნაცმოძრაობის“ სპონსორის წინაშე, რაც დავით ნარმანიას სახელმწიფო თანამდებობასთან სრული შეუფერებლობის მაჩვენებელია, თუ რაღაც კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე?