პოლიტიკა
საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ანგარიშს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„მინდა ყველას მივულოცო ევროკომისიის მიერ საქართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ძალიან პოზიტიურად შეფასება. 2017 წლის ანგარიშში დეტალურად არის განხილული ყველა ის პროგრესი და ხელშესახები შედეგი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმართულებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია რეგიონში უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორად საქართველოს მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველომ გატარებული რეფორმებით თავისი პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა“, - აღნიშნავს კვირიკაშვილი.