აქტუალური
2017 წელს 3 097 უცხოელი საქართველოს მოქალაქე გახდა

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. 2013 წლიდან 2017 წლამდე საქართველოში ბინადრობის ნებართვა 85 604-მა უცხოელმა მიიღო, მათგან 26 111-მა - მუდმივი ბინადრობის, ხოლო 59 493-მა - დროებითი ბინადრობის. ინფორმაციას BFM-ზე დაყრდნობით Commersant ავრცელებს.
საქართველოს მოქალაქეობა კი, ბოლო 5 წლის მონაცემებით, 23 011-მა ადამიანმა მიიღო. ჯამში 108 615-მა პიროვნებამ მიიღო ბინადრობის ნებართვა და მოქალაქეობა.
2017 წლის მონაცემებით, დროებითი ბინადრობის ნებართვა მოიპოვა 13 336 პირმა, მუდმივი ბინადრობის მოწმობა კი - 2 820-მა. საქართველოს მოქალაქეობის მიღების ყველაზე დიდი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა - 6 440 ადამიანი, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან 9 ოქტომბრამდე 3 097 უცხოელი საქართველოს მოქალაქე გახდა.