აქტუალური
მთავრობის ადმინისტრაცია იზიარებს ედუარდ შევარდნაძის ოჯახის მიმართვის შინაარსს და ადასტურებს მის უდიდეს როლს გერმანიის გაერთიანების ისტორიულ მოვლენაში

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოსადმი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილების - თამარ მოსაშვილი-შევარდნაძისსოფიო შევარდნაძისმარიამ შევარდნაძის, ლაშა შევარდნაძისა და ნანული შევარდნაძის - მიმართვას ეხმაურება.
„გვსურს, განვმარტოთ, რომ 9 ნოემბერს ევროპის მოედანზე ბერლინის კედლის ფრაგმენტის დადგმასთან დაკავშირებული გამოფენა ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მიერ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო და ელჩი მის მომზადებაში ჩართული არ ყოფილან.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე პაიჩი საღამოზე მოწვეული სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა.
აქვე განვმარტავთ, რომ ევროპის მოედანზე მუდმივად რჩება მხოლოდ ბერლინის კედლის ფრაგმენტი, ხოლო გამოფენა მხოლოდ 9 ნოემბრის საღამოსთვის იყო ორგანიზებული“, - ნათქვამია განცხადებაში.