აქტუალური
დღეს, 31 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გასაცემად მორიგი აუქციონი გაიმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე მხოლოდ ერთი ობიექტია გატანილი. ესაა ადიგენის რაიონის კურორტ აბასთუმანში ბალნეოლოგიური თერმული წყლის მოპოვების ლიცენზია.ლიცენზიის საწყისი გასაყიდი ფასია 10 000 ლარი, მისი მოქმედების ვადა – 25 წელი.