სამართალი
საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ახალციხეში 1958 წელს დაბადებული მ.ი. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დროებით მფლობელობაში არსებულ თურქულ ბარში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, მოქალაქეებს პროსტიტუციისთვის ფართობს უთმობდა.
სამართალდამცველებმა ბარში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაჰკითხეს.