სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

      საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა 1960 წელს დაბადებული .. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაბა წყნეთში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი და 227 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.