,,სახალხო კრების’’ წარმომადგენლებმა რუსთავში დაუმორჩილებლობის კომიტეტი დააფუძნეს. კინოთეატრ „რუსთაველის“ ფოიეში გაჭირვებული ხალხის მოსმენისა და მათი პრობლემების გაზიარების, მოსახლეობისთვის საკუთარი გეგმების გაცნობის შემდეგ ,,კრების’’ საორგანიზაციო ჯგუფის პატივცემულმა წევრებმა რესტორან „თამადაში“ გადაინაცვლეს.
როგორც საქინფორმის წყარო განმარტავს, რესტორანში ,,კრების’’ წევრებმა არათუ მამა–პაპურად მოილხინეს, საცეკვაოდ როკენროლიც შუკვეთეს და ხალხის პრობლემებით „დამძიმებული“ გულები გაიმხიარულეს.რესტორანში შესვლისა და გვარიანად მოლხენის უფლება, რა თქმა უნდა, ყველას აქვს. მაგრამ, ალბათ, ცუდი ტენდენციაა, როდესაც იმას აკეთებ, რასაც სხვას საყვედურობ. ზოგადად, მსგავსი გასვლების შემდეგ, პოლიტიკური პარტიებისა თუ იმავე ,,სახალხო კრების’’ წარმომადგენლები, ბუნებრივია, სადმე სასადილოდ შევლენ, თუმცა, ალბათ, ამ ყველაფერს არა ღრეობის, არამედ სხვა ფორმა უნდა ჰქონდეს.
შეგახსენებთ, რომ ,,სახალხო კრებამ’’ იანვარში რაიონული კომიტეტები თელავში, დუშეთში, მცხეთასა და საგარეჯოში დააფუძნა. აღნიშნული ტერიტორიების ახლომახლო მდებარე რესტორნებში ,,კრების’’ წარმომადგენლები მაშინაც შენიშნეს, მაგრამ ქვეყნის ბედსა და ხალხის პრობლემებზე დაფიქრებული სახეები მათ არც ერთ შემთხვევაში არ ჰქონიათ.
ამ ფონზე კი ,,წარმომადგენლობითი სახალხო კრების’’ წევრებს რომ ჰკითხოთ, „რაიონულ და საქალაქო კომიტეტებს იმისთვის ქმნიან, რომ მოსახლეობა საყოველთაო დაუმორჩილებლობისთვის მოამზადონ.
P.S. საყოველთაო დაუმორჩილებლობა „როკენროლის“ ფონზე, ალბათ, განსაკუთრებით საინტერესო და შედეგიანი იქნება.