საზოგადოება
თბილისს აქვს განსაკუთრებული ხიბლი და ამ ყველაფერს შენარჩუნებს სჭირდება! - კახი კალაძე

      საქართველო, 10 მოემბერი, საქინფორმი.  თბილისის ახლად არჩეული მერი კახი კალაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
კახი კალაძემ დეველოპერებს დედაქალაქის განვითარებაში ჩართულობის და თბილისის ახალ მთავრობასთან აქტიური თანამშრომლობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც დღეს არსებობს მერიაში, დაინგრეს და სისტემა უფრო მოქნილი გახდეს. მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურთან დაკავშირებით იგეგმება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით ილაპარაკებს.
როგორც ახლად არჩეულმა მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, იმისთვის, რომ ქალაქი სწორად განვითარდეს, ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით უნდა გაკეთდეს -  მშენებლობები უნდა იყოს ხარისხიანი და განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ვიზუალურ მხარეს.