საზოგადოება
გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ მმაჩ-ებში „მესამე სქესის“ რეგისტრირების უფლება გასცა, რაც ევროკავშირის წევრობის მოსურნე საქართველოში კონსტიტუციით აკრძალულია.

      საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. გერმანიის - ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის - ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩანაწერებში (მმაჩ) „მესამე სქესის“ რეგისტრირების უფლება გასცა.
„პიროვნების საყოველთაო უფლება იცავს, აგრეთვე, მათ სქესობრივ იდენტობას, ვისაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეუძლია თავი მიაკუთვნოს არც მამრობით და არც მდედრობით სქესს. ამგვარად, მოქმედი ნორმები, რომლებიც მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩაწერის წესს არეგულირებენ, ასევე არღვევენ დისკრიმინაციის აკრძალვას: ჯერჯერობით „მამრობითის“ ან „მდედრობითის“ გარდა რაიმე სხვა სქესის ჩანაწერში შეტანა გამორიცხულია“,
- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ახალი საკანონმდებლო ნორმები 2018 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეიქმნას.
ცნობისათვის: მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, საქართველოს კონსტიტუციის ცოტა ხნის წინათ მიღებულ განახლებულ რედაქციაში გაჩნდა მუხლი, რომ ქორწინება არის კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის, შესაბამისად, „მესამე სქესის“ წარმომადგენლებს შორის ქორწინების რეგისტრაცია საქართველოში აკრძალულია.