აქტუალური
1$ - 2, 65 GEL: ძიძიგურის აზრით, „ყველაფერი რიგზეა“, ანუ რატომ არის ცხოვრება ნეტარი...

      საქართველო, 10 ნოემბერი, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ 1 დოლარის ფასმა 2, 65 ლარს მიაღწია, რაც საკვებ პროდუქტებზე უკვე აისახა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური - აი ის, გასული საუკუნის 90-იან წლებში ვაგონები რელსებს რომ შეადუღა და ამით რუსეთს ეკონომიკური ბლოკადა მოუწყო -  ლარის გაუფასურებაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.
„ლარი მოძრაობს ისე, როგორც უნდა იმოძრაოს სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელმა ეროვნულმა ვალუტამ! ჩვენს ქვეყანაში მუდმივად მცოცავი კურსია და ეს რამდენიმე წელია, ასე ხდება. სხვაგვარად, კომუნისტური მიდგომაც არსებობს, შეიძლება, ლარი ხელოვნურად ერთ ადგილზე დააკავო და ამით ბიზნესის განვითარებას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნით. საბაზრო ეკონომიკის ქვეყანა ვართ და ლართან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკა ისაა, რომ ლარი თავისუფალ მოძრაობაში უნდა იყოს და ხელოვნურად არ უნდა გაამყარო", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
როგორც ამ შემთხვევაში კოტე ყუბანეიშვილი იტყოდა, „ცხოვრება არის ნეტარი, როცა ხარ პარლამენტარი“...